გერმანია. ზამთრის ზღაპარი
პროექტის იდეა: ლეგენდა ,,ლორელაის’’გაცნობის შემდეგ მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი, მეტი გაეგოთ ჰაინეზე. რადგან სკოლაში გერმანული ლიტერატურა აღარ ისწავლება, გადავწყვიტე მივაწოდო ცნობები ჰაინესა და მისი ცნობილი ლექსების შესახებ.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს განუვითარდებათ ინტერნეტიდან მათთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციის მოძიების უნარი, შეძლებენ მოპოვებული მასალების გამოყენებით პრეზენტაციის გაკეთებას. გააკეთებენ კედლის გაზეთს.
პროექტის მიზანი: მოსწავლეები შეკრებენ ცნობებს და გაიგებენ, რომ ჰაინე ძალიან ცნობილი გერმანელი პოეტია და ცნობილი ლექსები ,,გერმანია, ზამთრის ზღაპარი’’,
,,ლორელაი’’, ,,მოგზაურობის სურათები’’ ,,სიმღერების წიგნი’’ და სხვა მრავალი მის კალამს ეკუთვნის.
მისი ლექსის ,,Du, schones Fischermadchen’’ მიხედვით შექმნილია ქართველების საყვარელი სიმღერა ,,ტურფავ, ტურფავ’’.
მოსწავლეთა ასაკი:16 წელი.
ვადა: 7-10 დღე.
მოსალოდნელი შედეგები: შევძლებთ კედლის გაზეთის მომზადებას. ელექტრონული პრეზენტაციის მოწყობას თემასთან დაკავშირებით. ღია გაკვეთილის ჩატარებას. ჰაინეს აქამდე უცნობი ლექსების მიხედვით. გაკვეთილს ფონად გაჰყვება სიმღერის ,,ტურფავ, ტურფავ’’ ულამაზესი მელოდია.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, ჰაინრიჰ ჰაინეს ლექსების კრებული, სლაიდები.
პროექტის მსვლელობა:
ა) აქტივობა პირველი: მოსწავლეებს ვაცნობ რისი გაკეთება მოგვიხვდება ამ პროექტზე მუშაობის დროს.
კლასს ვყოფ 3 ნაწილად.
ბ) აქტივობა მეორე: ვაძლევ დავალებას სამივე ჯგუფს ცალ-ცალკე.
პირველი ჯგუფის დავალება იქნება ბიოგრაფიული ცნობების მოძიება ჰაინეს შესახებ წიგნებისა და ინტერნეტის საშუალებით.
მეორე ჯგუფს დაევალება კედლის გაზეთისთვის მასალების მოგროვება და მისი გაფორმება. აგრეთვე ინტერნეტში ფოტომასალის მოძიება ჰაინეს შესახებ.
მესამე ჯგუფი მოაწყობს ჰაინეს ლექსების პრეზენტაციას : ზეპირად იტყვიან ლექსებს სიმღერის ,,ტურფავ, ტურფავ’’ მელოდიის ფონზე, რომელსაც შეასრულებენ მოსწავლეები.
Du, schones fischermadchen,
treibe den Kahn ans Land ,
Komm zu mir und setze dich nieder
Wir kosen Hand in Hand.
Leg an mein Herz dem Kopchen
und furchte dich nicht zu sehr,
vertraust du dich noch sorglos
taglich dem wilden Meer.
mein Herz gleicht ganz dem Meere,
Hat Sturm und Ebb und Flut,
Und manche schone Perle
In seiner Tiefe ruht.
პროექტის ხელმძღვანელი: ნატო ბაქანიძე.
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: nbaqanidze@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий